ქუთაისის სამედიცინო სკოლის- საზოგადოებრივი კოლეჯის მთავარი მისიაა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სწავლა, სწავლება.
უწყვეტად წარმართოს ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გადაცემა.
- მოსახლეობის პროფესიულ-საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება, პირის პროფესიული განვითარების, პროფესიული კარიერისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა;
- ეკონომიკის უზრუნველყოფა შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრებით, პროფესიული განათლების მისადაგება სწრაფად და მუდმივად ცვალებად შრომის ბაზრის მოთხოვნებთან;
- დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გზით;
- ახალ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებთან მოსახლეობის მისადაგების ხელშეწყობა მის მიერ საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ თვითდასაქმების გზით;
- პროფესიულ სტუდენტთა მობილობის წახალისება;
- საზოგადოებისაგან გარიყვის რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის პროფესიული განვითარებისა და დასაქმების პირობების შექმნა;
- მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის განვითარება;
- პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის სისტემის შექმნა.
- ქუთაისის სამედიცინო სკოლა- ჩამოყალიბდეს როგორც სტუდენტზე ორიენტირებული, ყოვლისმომცველი და ინოვაციური- საზოგადოებრივი კოლეჯი.
- საზოგადოებრივი კოლეჯი ხელს უწყობს სტუდენტის წარმატების უზრუნველყოფის მაღალ ხარისხს მოქნილი, ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროგრამებით და მომსახურეობით;
11. მიიწევს პლურალიზმის, ჩართულობისა და გლობალური ცნობიერების ამაღლებისაკენ; და მოქმედებს როგორც კატალიზატორი და ერთ-ერთი აქტიური თანამშრომელი რეგიონში.